ლევან იზორია: სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით შესაძლებელი იქნება სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა

„სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებისა“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მახათას მთაზე განაცხადა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება.
მინისტრის განმარტებით, თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის სოციალური პირობების გაუმჯობესება. „დღეს, პრემიერის გადაწყვეტილებით, ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს და მინდა, განსაკუთრებით მას ვუთხრა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად მე და თითოეული თქვენგანი გრძნობს. ეს არის თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი თითოეული ჯარისკაცის, ოფიცრის სოციალური პირობების გაუმჯობესება. სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეების. ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პროცესების გაუმჯობესებას, ისე – პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის მოტივირებას იმისთვის, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, რათა ჰქონდეთ სასურველი სოციალური პირობები“, – განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მახათას მთაზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ჩაეყერა საფუძველი. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები