გალის პროკურატურის მიერ “ძებნილი” საქართველოს მოქალაქე “საზღვრის” უკანონო კვეთისთვის დააკავეს
დე ფაქტო აფხაზეთში, მდინარე ენგურზე “საზღვრის” უკანონო კვეთისთვის საქართველოს მოქალაქე, ზაზა შარია დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის “შსს-ს პრესსამსახური” ავრცელებს.
დაკავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2013 წელს ზაზა შარია გალის რაიონის პროკურატურის მიერ ძებნილი იყო, ტაქსის მძღოლებზე თავდასხმის ბრალდებით, ასევე – 2014 წლის 27 სექტემბერს ვინმე თოფურიას ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მან ოჯახის წევრებს ზედაპირული დაზიანებები და მატერიალური ზარალი 340,000 რუბლის ოდენობით მიაყენა.
“უწყების” ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ საკითხებზე განახლებულია.