ევროპარლამენტის დეპუტატები დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლებად მიიწვიეს
ევროპარლამენტის დეპუტატები დამკვირვებლების სახით მიიწვიეს დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.
მისი თქმით, “არჩევნებზე” მიწვეულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის – ევროპარლამენტის დეპუტატები.
“ევროპარლამენტის დეპუტატების დაგვპირდნენ, რომ დამკვირვებლების სახით ჩამოვიდოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე”,- განაცხადა ტუჟბამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო აფხაზეთში 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.