გიორგი გახარიას პარლამენტში 3 მაისს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 მაისს შს მინისტრი – გიორგი გახარია პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება.
“3 მაისს იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა პარლამენტში და ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული ადამიანი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს, თუ ამ ინტერესის იქით წყლის ამღვრევა და პოლიტიკური დივიდენდის მიღება არ არის დაგეგმილი. საქმის ვითარებაში გარკვევისთვის გახარია მოვა პარლამენტში და ვფიქრობ, საინტერესო განხილვა იქნება…არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თავიდან სულ 20 კაცი იყო შესული პანკისში და სპეცრაზმი არ მონაწილეობდა. შემდეგ, როცა აგრესია იყო თვალნათელი, შევიდა სპეცრაზმი. მაინც ვფიქრობ, რომ დიპლომატიური რესურსი ამოწურული არ არის და მეტი კომუნიკაციაა საჭირო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები