დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას: მაგ ხეობიდან ჩრდილოეთით ერთ მეზობელ ქვეყანას მაგ საკითხში მდიდრული გამოცდილება აქვს, სთხოვეთ, დაგეხმარებათ

0

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ზურაბიშვილი ხელისუფლების ქმედებას აკრიტიკებს და რჩევასაც აძლევს, რომ მსგავს საკითხებში გამოცდილი ჩრდილოელი მეზობელი გვყავს და დახმარების შემთხვევაში შეუძლია მას მიმართოს.”პატივცემულო ხელისუფლებავ,პანკისის ხეობაში პოლიციის სპეცრაზმის შეყვანა და რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც აპროტესტებს ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობას, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი.
ხუთმეგავატიანი ჰესით პატივისცემას რომ ხალხი ვერ დააფასებს, ის საერთოდ არაა საცოცხლებელი. ამიტომ რეზინის ტყვიები კი არა, პირდაპირ უნდა დახოცოთ ყველა, ან სულაც ერთი დიდი ბომბი ჩამოაგდოთ, ხალხის პრობლემაც გადაიჭრება და სივრცეც მოსუფთავდება ინვესტორისთვის.
ხოლო, თუ ასეთი ოპერაციისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები არ გყოფნით, მაგ ხეობიდან ჩრდილოეთით ერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელსაც ამ საქმეში მდიდრული გამოცდილება აქვს. სთხოვეთ და სიამოვნებით დაგეხმარებიან.
P. S. არა რა. ასეთი უტვინობა და მავნებლური სიშტერე მართლა გამაოგნებელია. ეს ხელისუფლება იმ გურულ ბავშვს დაემსგავსა ძველი ანეკდოტიდან, სახლში რომ დადის და მამას ეკითხება, “ბაბაია, აი ვაზა გავტეხო?” და როცა უშლიან, მეორეზე უთითებს: “აბა, აი”? განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დამშლელიც არავინაა და ყველა მაგ ვრედნი ბაღანას ჭკუაზეა”, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი