ჟურნალისტი : პანკისის თემას ასე ხელაღებით, სათავისოდ ნუ გამოიყენებთ ყველა ჟურნალისტი

დარეჯან ლიპარტელიანი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“პანკისის თემას ასე ხელაღებით, სათავისოდ ნუ გამოიყენებთ ყველა, უბრალოდ, სირცხვილია, რასაც თქვენ კადრულობთ….. ის, ვინც პოლიციას ქვას ესვრის, პირადად ჩემთვის, დამნაშავეა და სასტიკად უნდა დაისაჯოს.. თუკი ჰესის მშენებლობას აპროტესტებ ხეობაში, იმის შეგნება კი უნდა გქონდეს, რომ დაჯდე და დაილაპარაკო მოპირდაპირე მხარესთან, გაარკვიო ყველაფერი და ამ 21-ე საუკუნეში, ქვებითა და ჯოხებით არ “მოაგვარო” საკითხი… საწყენია უბრალოდ, მთელი პანკისის ხეობა, დიდი და პატარა, ქვებითა და ჯოხებით შეიარაღებულნი რომ დაუპირისპირდნენ პოლიციას… არც იმას მივესალმები, ადამიანების მიმართ ძალა რომ გამოიყენა პოლიციამ, მაგრამ თუკი ვინმეს დამცირებული პოლიცია გინდათ, მაშინ ისიც დაუმატეთ, ჩვენსავე მიწაზე სიყვარულითა და თანაცხოვრებით განებივრებული პანკისელებმა, გსურთ რომ ქვებისა და ხელკეტების დონეზე გვეურთიერთონ, ჩვენსავე მიწაზე ქართველებს???…
ეს თემა რატომღაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დღევანდელი არეულობა პანკისში თითქოს მართული იყო მავანთა მიერ და ცოტა აზრზე თუ მოხვალთ ზოგიერთები, მართლა კარგი იქნება…
გიორგი გახარიაზე ნიშნისმოგებით საუბარს, ჭკუით მოიქცეთ ის ჯობია…დიახ, გიორგი გახარია ჩემი ქვეყნის შს მინისტრია და არცთუ ცუდი, რომელსაც უფლება აქვს, პოლიციის შეურაცხყოფის ყველა ფაქტზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს… სხვათა შორის, მისმა მოადგილემ, კახა საბანაძემ აქციის წევრები გააფრთხილა და ცივილურად მოუწოდა თავშეკავებისკენ, მან იქვე განუმარტა, რომ პოლიციელთა მიმართ განხორციელებულ ყველა შეურაცხმყოფელ ფაქტზე რეაგირება იქნებოდა მკაცრი და კანონიერი…
მოკლედ, პანკისის ხეობა არავის ხელწამოსაკრავი არ არის და თქვენი პირადი ამბიციები ამჯერად კარგად შეინახეთ, რადგან არც არეულობა გამოგივათ პანკისში და არც შს მინისტრის გამოცვლა, ისევ და ისევ, თქვენივე ახლო მეგობარი “ნაცების” სასარგებლოდ. ქართველები და პანკისელები კვლავაც მეგობრულად განაგრძობენ მომავალში თანაცხოვრებას, უბრალოდ, თქვენ ყველანი, ვინც თქვენი მდაბიო აზროვნებით, ქვეყანაში არეულობასა და დაძაბულობას აღვივებთ, უფალმა მოგიტევოთ ამ ბზობა დღეს”,- წერს ჟურნალისტი სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები