კარლ ჰარცელი: პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა, როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა ის, თუ რომელი სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები – პროპორციულით თუ შერეულით.
„ის ფაქტი, თუ რას უნდა ეყრდნობოდეს ქართული დემოკრატია, უნდა იყოს პროპორციული თუ შერეული ტიპის არჩევნები, ალბათ, იმ პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა, რომლებიც არიან საქართველოში. უკვე განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები 2024 წელს, მაგრამ საუბარი და დისკუსია ამ თემაზე პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე მუდმივი საუბარი, ფიქრი და დისკუსიაა საჭირო ქვეყანაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.