ზვიად კვაჭანტირაძე: თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა

“თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს დელეგაციაში მისი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლების საკითხს.​
“თალაკვაძე ყველგან ჩემი ადგილმონაცვლე გახდა, არ ვიცი – ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რეალურად, ასე გამოდის. ოზურგეთის მაჟორიტარიც თვითონ არის, უმრავლესობის ლიდერიც თვითონ არის, ახლა კიდევ ევროსაბჭოს დელეგაციაშიც მე ჩამანაცვლებს იანვრიდან, ალბათ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
არჩილ თალაკვაძემ კვაჭანტირაძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ არანაირი პირადი შუღლი მათ შორის არ არსებობს.
ამასთან, მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში წევრების ჩანაცვლება სენსაცია არ არის, რადგან ადგილები, რომლებსაც ბესელია და კვაჭანტირაძე იკავებენ, მმართველი პარტიის კვოტაა.
“ჩვენ შორის არავითარი პირადი შურისძიება არ არსებობს, ასე რომ, ეს საკითხი მოხსნილია. არანაირი პოლიტიკური სენსაცია და არანაირი დაპირისპირება ჩვენი მხრიდან არ არსებობს. ვინაიდან ეს კვოტები ეკუთვნობა საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მოხდა მათი ჩანაცვლება უმრალვესობისვე წევრებით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობიდან ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ხმების უმრავლესობით გარიცხეს. შესაბამისად, მათ ევროსაბჭოს დელეგაციაში იანვრიდან სოფო კილაძე და არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები