კარლ ჰარცელი: ​ტრაექტორიას, რომლითაც საქართველოს დემოკრატია მიდის, პოზიტიურ დინამიკად შევაფასებ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოში დემოკრატიის განვითარებას პოზიტიურად აფასებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც აღნიშნული იყო არჩევნების შესახებ ანგარიშებში. “ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა განხილვები, რომლებიც შეეხება ქვეყნის დემოკრატიის სტატუსს, დემოკრატიის არსებულ მდგომარეობას საქართველოში. ასევე, სასარგებლოა დისკუსიები პოლიტიკურ გარემოსა და ამ გარემოში ყველა მოთამაშის როლზე. მნიშვნელოვანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც აღნიშნული იყო წინა არჩევნების შესახებ ანგარიშებში. ​ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად შევაფასებ. რასაკვირველია, ხაზი მინდა, გავუსვა ხარვეზების აღმოფხვრის მნიშვნელობასაც“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისათვის, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს ყოველწლიურ კონფერენციას „პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე“ #GEODEM2019.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები