ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის 870 000 ევრო გამოიყოფა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2019-2021 წლებში, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს.
აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვასა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება; ასევე, გრანტის ფარგლებში, პარკების რეინჯერებს ხელფასის დანამატისა და საკვების დანამატის უზრუნველყოფა მოხდება.
ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები