მიხეილ სააკაშვილი: არასოდეს ჩემ დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა, თავს მოვაძრობდი ყველას, რომ გამეგო ჩაწერა

არასოდეს ჩემ დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტებთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მეთოდების გამოყენება მისთვის საქართველოს მტრების წინააღმდეგაც კი მიუღებელი იყო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება.

სააკაშვილის თქმით, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„შეიძლება, ვიღაც იღებდა. მე რა ვიცი, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია. არავის დონეზე, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების შესახებ რომ შეეტყო, რას მოიმოქმედებდა, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: „თავს მოვაძრობდი ყველას, რომ გამეგო, ჩაწერა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები