მაია ცქიტიშვილი: სხვა დროა საქართველოში, პროკურატურა, არც მე და არც სხვას, არაფერს უთანხმებს

0

“სხვა დროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცეპრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც, პროკურატურა მე არაფერს მითანხმებს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა. ცქიტიშვილმა შესაბამისი განცხადებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა.
ნადირაშვილმა ცქიტიშვილს, მამუკა ხაზარაძის საკითხზე, კითხვით მიმართა – ჰქონდა თუ არა კონსულტაციები პროკურატურასთან. „სხვა დროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცეპრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც, პროკურატურა მე არაფერს მითანხმებს და, ასევე, სხვასაც არაფერს უთანხმებს. სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისაგან და ვერავის დაიცავს იმ პასუხისმგებლობისგან, რაც შეიძლება, ამ კითხვებს მოყვებოდეს. ამ შემთხვევაში, მეც გულწრფელად ვისურვებდი, რომ ასეთი კითხვები საერთოდ არ არსებობდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი