მაია ცქიტიშვილი: ის პიარკამპანია, რომელსაც კონსორციუმი აწარმოებს, აცდენილია მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან

0

„ის პიარკამპანია, რომელსაც კონსორციუმი აწარმოებს, აცდენილია მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან“,- ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დეპუტატის კითხვას, რამდენად რეალური იყო იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც კონსორციუმმა აიღო ამ ხელშეკრულებით. „რაც შეეხება ოპერატორს – ოპერატორთან დაკავშირებით, ბევრი სხვადასხვა ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ის ვითარება, როდესაც ის პიარკამპანია, რომელსაც კონსორციუმი აწარმოებს, აცდენილია მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ, საერთოდ, ამ პროექტის დეტალების გასაჯაროებაზეა საუბარი…“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი