“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, სოცმუშაკების გაფიცვის დროს, ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ”

0

სოციალური მუშაკების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ოდიშარია გამოეხმაურა.
მისი თქმით, გაფიცვის დროს, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ. ​ხოლო რაც შეეხება სოცმუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას – დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საშუალოვადიან გეგმებში, სოციალური მუშაკებისთვის დაგეგმილია ხელფასის ზრდაც. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა, სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს, ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ სხვა იმ რესურსებისა და თანამშრომლების მობილიზებას, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში.
აღსანიშნია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია: ზოგან დასრულდა, ზოგან ისევ მიმდინარეობს რემონტი. ყველა რეგიონს დაუმატეს ერთი მანქანა და, შემდგომში, კიდევ დაემატება. ასევე, ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები სოციალურ მუშაკებს, რათა მათი განტვირთვა მოხდეს. შემდეგ კვირაში, იგეგმება სპეციალისტების დატრენინგება. საშუალოვადიან გეგმებში, სოციალური მუშაკებისთვის იგეგმება ხელფასის გაზრდა. ჩვენ გვყავს შიდასაბჭოც, სადაც სოციალური მუშაკებიც არიან ჩართულნი. სამოქმედო გეგმას ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით – მათ ვაბარებთ ანგარიშს; ისინი გვთავაზობენ წინადადებებს, თუ როგორ არის უკეთესი. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. ამგვარად, ჩართულობა, ამ მხრივ, უზრუნველყოფილია”, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.
ცნობისათვის, 25 მარტს, სოციალური მუშაკები, ქვეყნის მასშტაბით, გაფიცვას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

კომენტარები

კომენტარი