მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ძალიან რთული იქნება კონსორციუმის მიერ პირობების ვადებში დაკმაყოფილება

0

“ძალიან რთული იქნება კონსორციუმის მიერ პირობების ვადებში დაკმაყოფილება”, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისა და უმცირესობის დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ანაკლიის პროექტის ვადებში გახორციელებას ეხებოდა. “როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოვიდა, 2018 წლის ბოლოს და გვთხოვა გადავადება, ეს თხოვნა არ ეხებოდა ერთწლიან, ან ორწლიან გადავადებას. ისინი ითხოვდნენ სწორედ ექვსთვიან გადავადებას. მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის მოთხოვნებზე გვექნებოდა საუბარი ბანკებთან. ჩვენ ჯერ ამის თაობაზე არ გვქონდა ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ ის მივიღეთ 2018 წლის 21 დეკემბერს და მაშინ ვნახეთ ყველა ის პირობა, რომელიც იყო და, 2018 წლის 31 დეკემბერს – პრაქტიკულად, ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე – მოვაწერეთ ხელი გადავადებას შეთანხმებას. კონსორციუმმა ამის თაობაზე უკვე იცოდა. მათ ჰქონდათ გაცხადებული, რომ – ექვსი თვე – ეს იქნებოდა მაქსიმალური ვადა იმისთვის, რომ მათ მოესწროთ ყველა ფინანსური დახურვა – როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე სესხების მოზიდვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ჩვენ დღესვე ვიყოთ თანახმა, ბანკებს აქვთ საკმაოდ გრძელი პროცედურები გადაწყვეტილების მიღებისთვის – ჯერ კიდევ საკუთარი სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობები აქვთ მისაღები და, ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ყველას, რომ ამ ვადაში პროცესი მივიღოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი