დიმიტრი ცქიტიშვილი: ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მთავრობის კონკრეტული წევრი მოდის პარლამენტში

“ინტერპელაციის წესით მოდის პრემიერმინისტრი პარლამენტში. ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მთავრობის კონკრეტული მოდის წევრი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამ შემთხევაში, კონკრეტული საკითხის ფარგლებში უნდა გაიმართოს დისკუსია. „ხვალინდელი დღე არის პირველი, როდესაც, ახალი რეგლამენტის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით, მოდის პრემიერმინისტრი პარლამენტში. ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მოდის კონკრეტული მთავრობის წევრი. ამ შემთხვევაში, კონკრეტული საკითხის ფარგლებში უნდა გაიმართოს დისკუსია. არც ერთ შემთხვევაში სხვა ფორმატი არ უნდა მიიღოს, რათა, გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესი იყოს ობიექტურად მართვადი და რეგლამენტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის საფუძველია პარლამენტში​ პრემიერმინისტრის მოსვლა და ინტერპელაციის წესის დანერგვა. ამით პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი იზრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულისა და კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში, პრემიერმინისტრის პირადი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები