ირაკლი კობახიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ეუთოს” სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ეუთოს” დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ-ჰაინრიხ არენსსა და ODIHR-ის მრჩეველს, ოლექსი ლიჩკოვახის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “ეუთოს” დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს და, ამ კუთხით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.