კახა კალაძე: დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ ვისთან გაერთიანდეს

0

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებელი პარტიებია და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვისთან გაერთიანდნენ და როგორ გაერთიანდნენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიების ბლოკში გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
„დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ ვისთან გაერთიანდეს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ პარტიების მსოფლმხედველობაზე – თუ რაზეა დაფუძნებული ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგია, ზუსტად აქ მივდივართ, რომ ჯერ კიდევ ძალინ ბევრი გვჭირდება განვითარებისა და წინსვლისთვის. თუმცა, ეს დამოუკიდებელი პარტიებია და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ აღნიშნული პარტიების წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი