სოფო კილაძე: წარმოუდგენელია, რომ 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა პარტიამ ახლა მისი პარტიის ერთ-ერთ განშტოებასთან აწარმოოს საერთო პოლიტიკა

„მიკვირს და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა პარტიამ ახლა სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთ განშტოებასთან აწარმოოს საერთო პოლიტიკა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ბლოკში გაერთიანების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს – იმ იდეოლოგიის გამტარებელი პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ იყო 2012 წელს, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას შეუერთდეს. გამოდის, რომ ისინი, თავიდანვე, ამ იდეოლოგიის გამტარებლები იყვნენ; უბრალოდ, სხვანაირად წარმოაჩენდნენ თავს. მიკვირს და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა პარტიამ ახლა სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთ განშტოებასთან აწარმოოს საერთო პოლიტიკა. არ ვიცი, ეს წარმოდუგენელია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“, დღეს, საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები