გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს გიგა ოთხოზორიას დედამ მიუსამძიმრა

ოკუპირებულ გალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა გამოუცხადა.

სამძიმარზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილის ოჯახში მივიდნენ.

გარდაცვლილი სენაკში, საკუთარ სახლში ორი დღის წინ გადაასვენეს. მანამდე გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან რუსმა და აფხაზმა ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს. სოხუმის რეჟიმის განცხადებით კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები