თამარ ჩუგოშვილი: ხურვალეთში საგანგაშო არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. მისივე თქმით, საგანგაშო არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იყო გაჟღერებული, თითქოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის გადმოსული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რაც არ არის სიმართლე. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები