„ხურვალეთთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა“- მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით არ გაჰყავთ

„ამ წუთებში, სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა“ – ამის შესახებ „კვირას“ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხურვალეთის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სოფლიდან სამარშრუტო ტაქსებით ბავშვები გამოჰყავთ, სიმართლეს არ შეესაბამება და სიცრუეა.
„თავდაპირველადვე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მე თავად ამ სოფელში ვცხოვრობ, ტყულია რა ინფორმაციებიც ვრცელდება. თუნდაც ის, რომ ავტობუსებით ბავშვები გამოჰყავთ. თუმცა, ის ფოტო რომელიც გავრცელდა დღევანდელია, მაგრამ რუსი სამხედრო პირები თავიანთ დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდნენ, პოსტის გვერდით ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამჟამად, სოფელში სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის. რუსმა ჯარისკაცებმა ის ადგილი უკვე დატოვეს. სამწუხაროდ, თავდაპირველდვე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ხურვალეთში მცხოვრებმა როინ ადიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ინფორმცაია გაავრცელა, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, რომ ხურვალეთში ჩასულიყვნენ. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთიდან ბავშვები და მოსახლეობის ნაწილი სამარშრუტო ტაქსებით გამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები