ბოროტი ხუმრობა და პროვოკაცია იყო, არ არსებულ პრობლემაზეა საუბარი – რას აცხადებს ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა

“ვიღაცის ბოროტი ხუმრობა და პროვოკაცია იყო”, – ასე აფასებს ხურვალეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში სრული სიმშვიდეა, ოკუპირებული ტერიტორიიდან შეირაღებული პირების გადმოსვლას ადგილი არ ჰქონია, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეირაღებული ფორმიანები ხურვალეთელების ეზოებსა და ბაღებში იმყოფებიან, სრული სიცრუეა.

“არ არსებულ პრობლემაზეა საუბარი, დღეს ეს ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო. ვიღაცა ერთობა ამ პრობლემით. ეს იყო პროვოკაცია და მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვეულებრივი მშვიდობიანი დილა გაგვითენდა, მე უშუალოდ მავთულხლართებთან ვცხოვრობ, ყოველდღიური შეხება მაქვს ამ ყველაფერთან, პირადად ჩვენ არავის არ შევუწუხებივართ. არ არის სასურველი ასეთი ზედმეტი პროვოკაციული განცხადებები. აქ პოლიცია ისე გვიცავს ნაბიჯს არ ვდგამთ მათ გარეშე. არც სასაფლაოებზე არანაირი გადაადგილება არ შეიმჩნევა. გარდაცვლილი გვყავს სოფელში, საფლავს თხრიან და იქ ჩვენი პოლიციელები გადაადგილდებიან, რუსები არ არიან”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლელა ქიტუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები