ევროკავშირის მისია: ხურვალეთში ინციდენტები არ ფიქსირდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად დიდ ხურვალეთთან იმყოფებიან და აგრძელებენ მონიტორინგს.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში წერს, ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება.
„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.
ცნობისათვის, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სუს-მა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები