გომბორზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ფოტო)

გომბორზე, შუამთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და “ჯიპის” ტიპის ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ფოტო: „იმედინიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები