ზელანდიელი ტერორისტების იარაღებზე “დავით აღმაშენებელი” და “დავით სოსლანი” იკითხება

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, ბრიტანული საანგენტოს dailymail-ის მიერ ტერორისტების იარაღის ფოტოები გავრცელდა, სადაც ქართული წარწერებიც იკითხება – დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი.
ავტომატის მჭიდზე ქართულად 2 ადამიანის სახელი წერია: „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი.“ ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ზურა ბატიაშვილმა PIA-ს განუცხადა, რომ ქართულის გარდა ფოტოებზე წარწერებია ასევე სომხურად, რუსულად და ბევრ სხვა ენაზე, რეაგირებისთვის და საკითხის უკეთ გარკვევისთვის კი საჭიროა გამოძიება.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩში ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პოლიციის ინფორმაცით, მსხვერპლი დიდია.
ოთხი ეჭვმიტანილი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილება თავდასხმაში. პოლიცია სპეცოპერაციას განაგრძობს. ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 9-დან 27 ადამიანამდეა დაღუპული, ათობით ადამიანი კი – დაშავებული.
პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ექსპერტების თქმით, ამოღებული მასალიდან გამომდინარე, დაგეგმილი თავდასხმა დიდ ხანს მზადდებოდა. პოლიციას, ჯერჯერობით, არ შეუძლია თქვას, რომ ყველა, ვინც დაკავებულია, უშუალო დამნაშავეა.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე შავი დღეა ახალი ზელანდიის ისტორიაში”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნამ. მან ამ თავდასხმას ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენტო ძალადობის აქტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები