რუსმა ოკუპანტებმა ყარაფილასთან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს. ორი პირი მათ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- სუს-ში აცხადებენ.