თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

 

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. „სიენენის“ ინფორმაციით, მათ სავაჭრო ცენტრიდან ნივთები მოიპარეს. თურქმა სამართალდამცველებმა „ცხინვალის“ ფეხბურთელები სასტუმროში დააკავეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი ლიგის გუნდი „ცხინვალი“ ბელეკში მოსამზადებლად ჩავიდა. გუშინ, 5 ფეხბურთელი კონიატის რაიონის სავაჭრო ცენტრს ესტუმრა, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდა.
სამართალდამცველებმა როდესაც მაღაზიაში მოპარული საქონელი აღმოაჩინეს, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს, შედეგად კი 5 ქართველი ფეხბურთელი ბელეკის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროშივე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები