საქალაქო სასამართლო: ზვიად კუპრავამ ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემლობისთვის, უფლებადამცველ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ საქართველოს საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. რომელისაც „კვირა“ უცველად გთავაზობთ.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა ზ.კ-ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.
პროკურორმა პროცესზე წარადგინა ზ.კ-ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზ.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები