ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ სასამართლოსგან ჩემი დაკავების სანქცია მიიღო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ზვიად კუპრავა წერს.
„პატიმრობა გამომიტანეს. ვიმყოფები ჭავჭავაძის 29-ში. გელოდებით“, – წერს ზვიად კუპრავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ოპოზიციონერ აქტივისტ ზვიად კუპრავას პანღურის ამორტყმისთვის წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს! მგონი, ქვეყანა სახელად საქართველო, დაიხურა და მარტო ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ“,- წერს ნიკა გვარამია.
საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 15:30 საათზე გაიმართა, ზვიად კუპრავას ადვოკატმა აღნიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
გასუი წლის 9 ივლისს, ყოფილ პოლიციელსა და აქტივისტს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქმე ეხება 11 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ზვიად კუპრავა, რომელიც სხვა პირებთან სასამართლოს სასადილოში ყოფნისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, სხდომათა დარბაზში ასვლის შესახებ, არ დაემორჩილა. კუპრავამ განაცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა. საბოლოოდ, ის იქ იძულებით შეიყვანეს.
იმ დღეს საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას და კიდევ 3 პირის მიმართ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე საქმეს ადმინისტრაციული წესით იხილავდა და საბოლოოდ მათ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
შს სამინისტროს გენინსპექციამ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 18 ივნისს ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
სასამართლოს უპატივცემულობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია (366-ე მუხლი). კუპრავას ბრალი ამ მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები