რა მოხდება უკრაინაში არჩევნების შემდეგ?
უკრაინის დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ქყვეყანას ახალი, პროევროპული პრეზიდენტი ეყოლება. ექსპერტების პროგნოზით, მიუხედავად რუსული პროვიკაციებისა უკრაინელები დღეს ახალი პრეზიდენტის არჩევას შეძლებენ და ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფალება ეყოლება. ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დინეცკში და ლუკანსკში, უკრაინაში არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება, ქვეყანის ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში კი რუსეთის აგრესია კიდევ უფრო გაუმართლებელი გახდება. მისივე განმარტებით, ქვეყანა დასტაბილურდება, ხოლო რუსეთის პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ახალმა პრეზიდენტმა სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების ძალებთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.
„უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთს აღარ ექნება სათქმელი, რომ უკრაინა არ არის ლეგიტიმური სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება არალეგიტიმურია. არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ, მიუხედავად იმისა დონეცკში და ლუკანსკში არჩევნები ჩაითვლება თუ არა ჩატარებულად. დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის დიდ ნაწილს არ წარმოადგენს. ამასთან, ამ რეგიონების ნაწილში არჩევნები იმართება კიდეც. ახალი პრეზიდენტის პირობებში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ უფრო მაღლა აიწევს.
რუსეთის აგრესია იქნება კიდევ უფრო გაუმართლებელი ვიდერე არის ახლა. ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანას ბევრ პოლიტიკურ უპირატესობებს მიანიჭებს და ნელ-ნელა დასტაბილურდება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში სეპარატისტული ძალების პროვოცირება თემით, რომ მათ უუფლებო ხელისუფლება ჰყავთ შეწყდება, თუმცა ხარკოვში და ლუკანსკში მანიპულაცია კვლავ მოსალოდნელია. მისივე თქმით, ფედერაციული რესპუბლიკა დონეცკსა და ლუგანსკს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყირიმის ანექსიაზე თვალისდახუჭვის სანაცვლოდ დათმობს.
„პრეზიდენტი იქნება ლეგიტიმური უფლება, რომ აწაარმოოს მოლაპარაკებები რეგიონში არსებულ სეპარატისტულ ძალებთან. ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დაასტაბილუროს ვითარება სხვა რეგიონებში. არსებობენ ძალები, რომლებიც დესტაბილიზაციას და რუსულ პროპაგანდა ლამობენ. მათ ეუბნებდნენ, რომ აქვთ უფლება გამოვიდნენ და იარაღი აიღონ, რადგან ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ის არის ძალით მოსული კიევში. ეს ყველაფერი დამთავრდება, რადგან ხელისუფლება იქნება არჩეული. ლუგანსკში და დონეცკში რუსეთის მხრიდან, შესაძლოა იყოს ასეთი პროპაგანდა – თქვენ არ აგირევიათ პრეზიდენტი და ის თავს მოხვეული არჩევანია. პუტინი ამას გააკეთებს მიუხედავად იმისა, რომ იგი საზოგადოებას დაპირდა, იმუშავებს ახალ პრეზიდენტთან და არ აპირებს მისი ლეგიტიმურობის უგელველყოფას“, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო გახდება. მისივე თქმით, პროშენკოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევა შეუძლებელია და ის უკრაინაში ევროინტეგრაციული კურსის გატარების გარანტია იქნება.
უკრაინის ახალი პრეზიდენტი ექსპერტ ნიკა ჩიტაძესაც ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველმყოფელად ესახება. ექსპერტის თვლის, რომ დღევანდელი არჩევნები უკრაინის უახლესი ისტორიიის ძალინ მნიშვნელოვანი დღეა. მისი თქმით, უკრაინას ხვალიდან ახალი, ლეგიტიმური ხელისუფალი ეყოლება.
„ეს არჩევნები უკრაინის დღევანდელ, უახლოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან უკრაინა ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, თუმცა მეორეს მხრივ, გარკვეული პრობლემები არსებობს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას, მაგრამ ამით უკრაინელ ხალხს არ შეეშლება ხელი, რომ აირჩიონ პრეზიდენტი.
დიდი საგარეო საფრთხე არსებობს. პრეზიდენტობის კანდიდატები არ დაუშვებენ დაპირსპირებას ერთმანეთში, რადგან ქვეყანას დღეს სჭირდება კონსოლიდაცია საფრთხის ერთობლივად თავიდან ასოცირება“, – აღნიშნავს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.