რუსმა ოკუპანტებმა, განმუხურიდან, ორი პირი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ განმუხურიდან, ორი პირი გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ორივე მათგანი დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და,  აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად, მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები