სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს: შეგნებულად რატომ ამახინჯებთ ვენეციის კომისიის დასკვნას

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს ბრალდებებს უყენებს და მათ ვენეციის კომისიის დასკვნის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“გთხოვთ, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ვენეციის კომისიისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ როგორი დიდი კრიტიკის საგანია საქართველოში ამჟამინდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო!!! თუმცა, მიუხედავად ამისა ვენეციის კომისიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამჟამინდელ საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხში!!!
მინდა ვკითხო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს: შეგნებულად რატომ ამახინჯებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც გააკეთეთ თქვენი საკამონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში???
რატომ შეგყავთ საზოგადოება და პარლამენტი შეცდომაში, თითქოსდა არასწორად მოხდა პრაქტიკაში განმარტება პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის 79 (4) მუხლის გამოყენება პრაქტიკაში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე??? თქვენთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ვენეციის კომისია და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) არაერთხელ, გარკვევით და ნათლად მიუთითებენ თავიანთ რეკომენდაციებში, რომ მოსამართლეთა უვადო (საპენსიო ასაკამდე) დანიშვნები არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია!!!“- წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა.
,,მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე:
მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა!!!“,- წერს მოსამართლე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები