“ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს, კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე, ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა”

ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს, კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე, ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი ბუთხუზმა შეიარაღებული ძალების უნიფორმები მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინა.
მისი თქმით, 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით.
“2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს, კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე, ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა, ოღონდ ორწელიწადნახევარზე. ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა”, – განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები