ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა დღეს საქართველოსთან ე.წ. საზღვარი, რომელიც გრიპის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით იყო დაკეტილი, დროებით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Нужной газета” ავრცელებს.
როგორც გაზეთ “გალის” დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განუცხადა, კარანტინი საზღვარზე შენარჩუნებულია, იქ მორიგეობას ექიმები განაგრძობენ.
“ყველა ექიმი დავტოვეთ, ვინც აფხაზეთში შემოვა გაიზომავს სიცხეს. საზღვარი გახსნილია 4-5 დღის შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. თუკი საქართველოს რამე დაავადების ახალი ტალღა იქნება, მაშინ საზღვარი კვლავ დაიკეტება”, – განაცხადა ნადარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები