ვენესუელას პარლამენტმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი აამუშავა
ვენესუელას ნაციონალური ასამბლეა ნაციონალური საარჩევნო საბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევს, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაზე იზრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ხუან პაბლო გუანიპამ განაცხადა.
ნაციონალურმა საარჩევნო საბჭომ უნდა დაუშვას ახალი ამომრჩევლების რეგისტრაცია, რათა რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი ახალი არჩევნების ჩატარება.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპის ინაუგურაციის ხარჯებს შეამოწმებს
ნიუ-იორკის პროკურატურა გეგმავს მოითხოვოს დოკუმენტები, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ხარჯთაღრიცხვას ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ABC” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დოკუმენტებს პროკურატურის კორუფციასთან ბრძოლის განყოფილება შეამოწმებს. “ABC”-ის ინფორმაციით, კომიტეტმა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციისთვის თანხებს აგროვებდა, 107 მილიონი დოლარი მოიზიდა, საიდანაც 104 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს კი ორჯერ აღემატება ბარაკ ობამას ინაუგურაციის ხარჯებს.
თარგმნა ანა პაპიძემ