რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სასულიერო პირი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს. როგორც ირკვევა, მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.
მამა დავით დურგლიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მღვდელმსახურები ამბობენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად ყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ოკუპანტები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები