უკრაინის პრეზიდენტობა, დაახლოებით, 90 ადამიანს სურს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატებისგან საბუთების მიღება დაასრულა, უკრაინის პრეზიდენტობა 89 ადამიანს სურს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “უკრაინის ახალი ამბები” ავრცელებს.
უკრაინის საარჩევნო კომისიაში 89 საპრეზიდენტო კანდიდატის განაცხადი შევიდა.
როგორც ცნობილია, 39 მათგანი ჯერ კიდევ განიხილება, 28 კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო 22-ს უარი განუცხადეს არასწორად გაფორმებული საბუთებისა და გადასახადის სახით, 2,5 მილიონი გრივნის არ შეტანის გამო.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები