ე.წ. სამხრეთ ოსეთმა “საზღვრის კვეთის” ახალი წესი შემოიღო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2019 წლის განმავლობაში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 44 ადამიანი დააკავეს. 2018 წლის დეკემბრამდე 64 დაკავებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.
“სამხრეთ ოსეთის” საზღვრის გადალახვის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოსთან ახალი დადგენილება იქნა მიღებული რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან გამყოფი ზოლის გადალახვისას დე ფაქტო რესპუბლიკის “მოქალაქეებს” სპეციალური საშვები დასჭირდებათ.
აქამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადალახვა მხოლოდ “სამხრეთ ოსეთის” პასპორტით შეეძლოთ.
გარდა ამისა სპეციალური საშვები “მოქალაქეებმა” დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ (ორ კვირაში მას შემდეგ, რაც გამყოფი ზოლი გაიხსნება). საშვის მისაღებად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებს საცხოვრებელი უბნების მიხედვით უნდა მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან “სამხრეთ ოსეთმა” 11 იანვარს H1N1 ვირუსის თავიდან არიდების მიზნით დაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები