სოხუმის ბაზარში ქალმა იმშობიარა და ბავშვი საპირფარეშოში მიატოვა
ქალმა სოხუმის ბაზრის საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვი მიატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “Sputnik”, ბაზრის მომუშავეებზე დაყრდნობით, ავრცელებს.
“ქალი საპირფარეშოში შევიდა და დიდხანს არ გამოდიოდა. მე შემეშინდა და ახლოს მივედი რომ მეკითხა თავს როგორ გრძნობდა. მან მიპასუხა რომ ფაღარათი აქვს. ერთი საათის განმავლობაში მე იქ სამჯერ მივედი. მერე კი ის თავად გამოვიდა იქიდან და სახეზე ხელს იფარებდა. ჩვენ სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, რომელმაც ის წაიყვანა”, – ყვება ბაზრის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მას შემდეგ, რაც ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა, საპირფარეშოს კაბინაში სისხლის კვალი შენიშნეს. დაზუსტებით რა მოხდა ბაზრის თანამშრომლებმა თავიდან ვერ გაიგეს. მოგვიანებით კი ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
“მილიცია მოვიდა, იკითხა რა მოხდა და სად გადაყარეს ნაგავი საპირფარეშოს ურნიდან. ჩვენ ვაჩვენეთ. ისინი წავიდნენ და ცელოფნის პარკი გახსნეს სადაც გარდაცვლილი ჩვილი იწვა. ჩვენ ეს მანამდე არ დაგვინახავს”, – განაცხადეს სოხუმის ცენტრალურ ბაზარში.