ვარშავაში სავაჭრო ცენტრი იწვის (ვიდეო)

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სავაჭრო ცენტრი იწვის. შენობიდან 100 ადამიანია ევაკუირებული. მომხდარის შესახებ რადიო “RMF FM” იუწყება.
ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ნივთების მთელი დარბაზი მოიცვა. შენობის კონსტრუქცია ნაწილობრივ ჩამოშლილია.
როგორც ცნობილია, ცეცხლის კერა საკვები პროდუქტების დარბაზში გაჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი მთელ დარბაზში გავრცელდა.
ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, რომ ხანძარი გვერდით შენობებზე არ გავრცელდეს.
ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები