უკრაინამ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რუსეთში, იაროსლავლის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის დრონებით შეტევა განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ღამით ისმოდა, რის შემდეგაც საწარმოს ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.
“იაროსლავლი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. არის სანავთობო ინფრასტურქტურის ობიექტი, რომელსაც რუსული ომის დაფინანსებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს სამხედრო დაზვერვას სამართლიანობის ასეთი დემონსტრირებისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების ნაწილის განადგურებას ცდილობდნენ, თუმცა ქარხნის ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.