რუსეთის მასშტაბური შეტევა დნეპროპეტროვსკის ოლქზე – არიან დაშავებულები

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის არმიამ დრონების, არტილერიისა და საჰაერო ბომბების გამოყენებით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ განჟამ განაცხადა

როგორც მან განმარტა, პავლოგრადში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა 10-ზე მეტი კერძო სახლი და ავტომობილი.

ასევე, სინელნიკოვსკის რაიონში ოკუპანტებმა პოკროვსკაიასა და დუბოვიკოვსკაიას თემები დაბომბეს. ამ სოფლებში კერძო სახლებსა და დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა.

ნიკოპოლის ოლქში რუსებმა ნიკოპოლი, მარგანეცი, კრასნოგრიგორიევსკი და პოკროვსკაიას თემები დაბომბეს. დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურა და რამდენიმე შენობა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები