მედოევი: ადრე თუ გვიან, ჩვენ დავიბრუნებთ აღმოსავლეთ ოსეთის მიწებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო დიპლომატები ოსების უფლებების დაცვას მათი წინაპრების მიწების დაბრუნებისთვის თავს არ ანებებენ და ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში ამოაქვთ. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა გერმანულ გაზეთთან “Neues Deutschland” ინტერვიუში განაცხადა.
2018 წლის ივნისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებით, “რესპუბლიკა” არასდროს აღიარებს აღმოსავლეთ ოსეთის მიწებს საქართველოს ტერიტორიებად.
საგარეო მინისტრის განცხადებით, არსებობს გარკვეული პოზიცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერების, თავად “პრეზიდენტის” და ხალხის, რომელიც მდგომარეობს შემდეგში – “ადრე თუ გვიან, ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ!”
“სამხრეთ ოსეთის დიპლომატები საერთაშორისო შეხვედრებზე ყოველთვის ამახვილებდნენ ყურადღებას ყაზბეგის რაიონზე, მათ შორის ჟენევის დისკუსკუსიებზეც და ისინი კვლავ განაგრძობენ ბრძოლას ოსების უფლებების დასაცავად, წინაპრების ისტორიულ მიწაზე”, – განაცხადა მედოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები