ოკუპანტებმა გალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დე ფაქტო აფხაზეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლების მიერ “სახელმწიფო საზღვრის” დაცვისთვის ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, გალის რაიონში გამყოფი ზოლის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქე 1979 წელს დაბადებული, მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული, გოჩა გულორდავა. აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში.
სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
“კვირას” აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები