დიმიტრი მედოევი: რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია
რუსეთთან მოკავშირეობა და ინტეგრაცია სამხრეთ ოსეთს მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს მიაღწიოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა გერმანულ გაზეთთან “Neues Deutschland” ინტერვიუში განაცხადა.
“რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელსაც მყარი საფუძველი და ღრმა ფესვები აქვს. შეთანხმებას მოკავშირეობასა და ინტეგრაციაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ორმხრივი ურთიერთობებისთვის”,- განაცხადა მედოევმა.
მედოევის განმარტებით, ევროპაში გამწვავებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რუსეთთან მოკავშრეობის მოლაპარაკება სრულ უფლებას იძლევა კოლექტიურ თავდაცვასა და აგრესიის გამოხატვაზე, თუკი რომელიმე მხარეზე თავდასხმა განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის გაზაფხულზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა ხელშეკრულებას მოკავშირეობასა და ინტეგრაციაზე ხელი მოაწერეს.