მაია ცქიტიშვილი: საზოგადოების როლია, არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც
ამ შემთხვევაში, საზოგადოების როლი არის ის, რომ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თაობაზე განუცხადა.
“ჩემამდე არც ჩანაწერი არ მოსულა და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოების როლი არის ის, რომ ჩვენ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც. მგონია, რომ როდესაც მთელი საზოგადოება ერთიანი იქნება და შეთანხმდება, რომ ეს ყველასთვის არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვა არ შეიძლება, ეს საკითხი არ გახდება მანიპულირების იარაღი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა.