სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კარებთან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ჯერ ქვეყანა MAP-ს ვერ მიიღებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო პრაქტიკულად, ნატო-ს კართან დგას, რომელიც ღია უნდა იყოს.
„ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებ პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის. ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კარებთან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს. თუმცა აქაც რეალიზმი არის საჭირო. ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივი უნდა იყოს. იმ დროს როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები