რუსეთის საგარეო უწყება კარასინის და აბაშიძის შეხვედრას აანონსებს
თებერვლის ბოლოს, რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით ახალი არაფორმალური შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება გრიგორი კარასინს, რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილესა და ზურაბ აბაშიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე ავრცელებს.
“განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე მიმდინარე საკითხი. მორიგი, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთ-საქართლოს ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, განსაზღვრულია დღის წესრიგი, რომელიც თებერვლის ბოლოსთვისაა ჩანიშნული”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.