ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე გამოაძევეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” (КГБ) განცხადება გაავრცელა, სადაც ტერიტორიაზე “უკანონოდ მყოფ” მოქალაქეებს პასუხისგების შესახებ აფრთხილებს.
“აღნიშნული ქმედების ფარგლებში 22-24 იანვარს კომიტეტმა გამოავლინა და კანონის შესაბამისად მოახდინა რეაგირება. რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევებულია ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც სამხრეთ ოსეთში უკანონოდ იმყოფებოდნენ და სავაჭრო სფეროში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ “, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რაიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები